ოფიციალურად: 4 აგვისტოს ბარსა ზალცბურგს დაუპირისპირდება
4 აგვისტოს, "ბარსელონა" კიდევ ერთი ამხანაგურ შეხვედრას, ამჯერად "რედ ბულ ზალცბურგის" წინააღმდეგ, გამართავს.
კლუბის ცნობით, შეხვედრა ავსტრიაში, "რედ ბულ არენაზე" გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ეს იქნება პირველი შემთხვევა ისტორიაში, როდესაც ეს გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. მატჩი, თბილისის დროით, 21:00 საათზე დაიწყება.
"ზალცურგმა" ავსტრიის ბუნდესლიგის უკანასკნელი 8 გათამაშებიდან, 8-ვე მოიგო. გასულ სეზონში, გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, ევროპა ლიგის 1/16-ფინალში კი მომავალ ჩემპიონ "ვილიარეალთან" დამარცხდა.
პრესეზონის პირველ ამხანაგურ შეხვედრას "ბარსელონა" დღეს, "ჟიმნასტიკის" წინააღმდეგ გამართავს, რასაც "ჟირონასთან" (24 ივლისი) და "შტუტგარტთან" (31 ივლისი) მატჩები მოჰყვება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]