გვარდიოლა: "ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ"
ხოსეპ გვარდიოლა გუშინდელი გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა. პეპმა აღნიშნა, რომ გუნდმა ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და ეს 3 ქულა მომავალში მის გუნდს ძალიან წარადგება.
"ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ჩემმა გუნდმა. პირველი 15 წუთი ვერ დავლაგდით, მაგრამ შემდეგ ყველაფერი გამოსწორდა, ჩვენ ჩვეულ სტილში ვუტევდით. გოლის გაშვების შემდეგ ფსიქოლოგიურად არ დავეცით და მეტოქის კარისაკენ ორმაგი მოტივააცით და მობილიზებით წავედით, რასაც ორი გატანილი ბურთი მოჰყვა და შემდეგ დასასრულს მესის დუბლი".
"სხვაობა კვლავ 8 ქულაა, ჩვენ გვაქს შანსი "ბერნაბეუზე" პრაქტიკულად გავინაღდოთ ჩემპიონობა გამარჯვების შემთხვევაში. ჩვენთვის ეს "კლასიკო" ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ეს იქნება ერთ–ერთი გადამწყვეტი მატჩი "ლა ლიგაში".
"ბევრს გონია, რომ "ბარსელონა" უკვე ჩემპიონია და "კლასიკოს" თავისი ხიბლი არ ექნება 16 აპრილს. არა, ეს ასე არ მოხდება, "კლასიკო" ყოველთვის იქნება დაძაბული საინტერესო და უაღრესად სანახაობრივი მატჩი. "ბარსელონა" ჯერ ჩემპიონი არ არის".
"რაც შეეხება "შახტარს", ჩვენ პირველ მატჩში ძალიან კარგი უპირატესობა მოვიპოვეთ, ახლა მთავარია ეს უპირატესობა შევინარჩუნოთ და გავიდეთ 1/2 ფინალში".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]