პარი სენ-ჟერმენიდან რაფინიას წასვლის შემთხვევაში, ბარსელონა თანხის 35%-ს მიიღებს

პარი სენ-ჟერმენიდან რაფინიას წასვლის შემთხვევაში, ბარსელონა თანხის 35%-ს მიიღებს

ჟურნალისტ ეკრემ კონურის ცნობით, "პარი სენ-ჟერმენი" "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელის, რაფინია ალკანტარას გაყიდვას აპირებს.

წყაროს ინფორმაციით, მხარეებს შორის არსებული შეთანხმების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ბრაზილიელი ნახევარმცველი პარიზულ კლუბს დატოვებს, "ბარსა" სატრანსფერო თანხიდან 35%-ს მიიღებს.

როგორც კონური იუწყება, პსჟ-ს 28 წლის მოთამაშის 10 მილიონ ევროდ გასხვისება სურს, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბლაუგრანას" 3.5 მილიონი ერგება.

რაფინია "ლა მასიას" აღზრდილია, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პირველი გუნდის შემადგენლობაში კი 2011/20 წლებში ირიცხებოდა, რის შემდეგაც მან კარიერა "პარკ დე პრენსზე" გააგრძელა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 26 ივლისი 2021 10:00
    0
    გვეშველა, გამოჩნდა ფულის წყარო.
    Bobi
    სტუმარი [?]
    #1 25 ივლისი 2021 22:33
    0
    იაფად გაყიდიან, რო ბარსას ნაკლები ფული შეხვდეს 😂