რონალდ კუმანი სამუელ უმტიტის მისი მსურველების ყურადღების მისაქცევად ათამაშებს | Sport
კატალონიის "ბარსელონას" ფრანგი ცენტრალური მცველის, სამუელ უმტიტის მომავალი, ჯერჯერობით, ბუნდოვანია.
Sport-ის ინფორმაციით, რონალდ კუმანმა 27 წლის უკანახაზელი პრესეზონის ორივე მატჩის სასტარტო შემადგენლობაში იმიტომ დააყენა, რომ ფეხბურთელის მსურველებს დაანახოს - იგი გამოჯანმრთელებული და კარგ ფიზიკურ კონდიციებშია.
ზემოაღნიშნული წყაროს ცნობით, წარმოშობით კამერუნელი "ბარსას" გეგმებში არ შედის და ხელფასებში გადასახდელი თანხის შესამცირებლად, მისი გაყიდვა აუცილებელია.
დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უმტიტის დაბრუნებით მისი ყოფილი კლუბი, "ლიონი" ინტერესდება.
"ლურჯ-ბროწეულისფერებთან" სამუელის ამჟამინდელი კონტრაქტი 2023 წელს იწურება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]