კრისტიან რომერო ბარსელონას პრიორიტეტი არაა
ბოლო დღეებში "ბარსელონას" 23 წლის ცენტრალური მცველს, კრისტიან რომეროს უკავშირებენ.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონა" რომეროს შეძენაზე ნამდვილად მუშაობს, თუმცა ტრანსფერს განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს და თუ მოლაპარაკებები გართულდა, შეთანხმება შესაძლოა საერთოდ აღარ შედგეს.
წყაროს ცნობით არგენტინელი ფეხბურთელის "ბარსაში" მოხვედრის ერთადერთი რეალური გზა იჯარაა.
კრისტიან რომერო 2019 წლიდან "იუვენტუსის" საკუთრებაშია, თუმცა ამ გუნდის მაისურით ოფიციალური შეხვედრა არ ჩაუტარებია, თავი კი "ატალანტაში" გამოიჩინა, სადაც იჯარით წინა სეზონი გაატარა. მოქმედი შეთანხმების მიხედვით ის "ატალანტაში" კიდევ ერთი წელი ითამაშებს.
ტრანსფერით ლონდონის "ტოტენჰემი" სერიოზულადაა დაინტერესებული.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]