ბარსელონა, რეალი და იუვენტუსი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურებიან
"ბარსელონამ" ევროპის სუპერ ლიგის პროექტთან დაკავშირებით გამართული სასამართლო პროცესის შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
მადრიდის "რეალთან" და "იუვენტუსთან" ერთად კატალონიური კლუბი გადაწყვეტილებით, რომელიც UEFA-ს ავალდებულებს, სუპერ ლიგის დამფუძნებელი კლუბების წინააღმდეგ ყველანაირი მოქმედება დაუყოვნებლივ შეწყვიტოს, სრულ კმაყოფილებას გამოთქვამს.
გადაწყვეტილების მიხედვით პროექტის ინიციატორ 12 კლუბს UEFA-ს სანქციები და სასჯელი არ შეეხება.
სასამართლო ეთანხმება მომჩივანი კლუბების მოთხოვნას, რომ ევროპულ ფეხბურთში UEFA-ს ხელმძღვანელების მიერ დაკავებული მონოპოლისტური პოზიცია და შესაბამისი ქმედებები ევროპული მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ იქნეს განხილული. ამას, შესაძლოა, ფინანსური სანქციები და სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მოჰყვეს.
გარდა ამისა, "ბარსელონა" მზადყოფნას გამოთქვამს, სუპერ ლიგის პროექტზე კონსტრუქციულ და კოოპერატიულ გარემოში მუშაობა განაგრძოს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]