სერჟინიო დესტი: მინდა, რაც შეიძლება მეტი ვითამაშო
"შტუტგარტთან" მოახლოებული თამაშისა და ახალი სეზონის წინ სერჟინიო დესტმა Barca TV-სთან მცირე კომენტარი გააკეთა, სადაც საკუთარ და კლუბის მიზნებზე ისაუბრა. ნიდერლანდელის თქმით, მას დიდი სათამაშო დრო და "ბარსელონასთან" ერთად ტიტულების მოგება სურს.
"პრესეზონი კარგად მიმდინარეობს. ეს ეტაპი ყოველთვის რთულია, რადგან ახალი სეზონისთვის უნდა მოემზადო, მაგრამ გუნდი ერთობლივად შრომობს, ბევრს დავრბივართ. ეს ფორმაში ყოფნისათვის მნიშვნელოვანია."
"ჩვენთვის სათამაშო პრაქტიკაც აუცილებელია და სეზონის დაწყებამდე რამდენიმე შეხვედრა ისევ წინ გვაქვს. "შტუტგარტი" კარგი მეტოქეა. ახალი სეზონისათვის მოსამზადებლად წინ უფრო ძლიერ გუნდებთან მატჩები დაგვრჩა."
"პირადად მე მსურს, რომ რაც შეიძლება მეტი ვითამაშო და რასაკვირველია, კლუბთან ერთად ტიტულები მოვიპოვო. ისეთი ტიტულები როგორიცაა ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგა. ასევე მსურს, რომ უკეთესი გავხდე. ჩემთვის, როგორც მოთამაშისათვის, ეს ძალზე მნიშვნელოვანია."
სერჟინიო დესტმა სადებიუტო სეზონში "ბარსას" მაისურით 44 შეხვედრა ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. წინასწარი მოლოდინით, ახალ სეზონში მარჯვენა მცველის პოზიციაზე ის ნომერ პირველ არჩევნად ითვლება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.

კომენტარები [ 5 ]