არაგონესი: "ესპანეთის ნაკრები 2008 წელს საუკეთესო იყო"
ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ლუის არაგონესმა ისაუბრა ყოფილ გუნდზე. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა "ას".
არაგონესი თვლის, რომ 2008 წელს ესპანეთის ნაკრები პიკში იყო, სათამაშო დონის თვალსაზირისით: "ესპანეთის ნაკრებმა თავისი საუკეთესო თამაში 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე აჩვენა, მიუხედავად იმისა, რომ 1 წლის წინ ისინი მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ. როდესაც ნაკრები ჩავიბარე, ფეხბურთელები არ იყვნენ იდეალურ ფიზიკურ კონდიციებში. ვფიქრობ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენ არასამართლიანად დავმარცხდით საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთან. ამის შემდეგ საქმეს სხვანაირად მივუდეგქით: დავიწყეთ იმ ფილოსოფიის განვითარება, რომელმაც მომდევნო 2 წელიწადში ძალიან დიდი წარმატება მოგვიტანა. ამისთვის ფეხბურთელები საკმარისად მყავდა, მაგრამ ფიგურა, რომელიც ყველაზე მეტად ჯდებოდა ამ სქემაში, იყო "ბარსელონელი" ჩავი ერნანდესი. მასთან ინტენსიური საუბრები მქონდა ჩემს ხედვებთან დაკავშირებით. მან ყველანაირ დაკისრებულ მოვალეობას ბრწყინვალედ გაართვა თავი და ვფიქრობ, ბოლო სამი წლის საუკეთესო ფეხბურთელია იგი". დაასრულა ლუის არაგონესმა.

ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]