მარტინ ბრეითუეიტი ბარსასგან ზეწოლას არ გრძნობს

მარტინ ბრეითუეიტი ბარსასგან ზეწოლას არ გრძნობს

"ბარსელონას" დანიელი თავდამსხმელი, მარტინ ბრეითუეიტი, კლუბისგან წასვლასთან დაკავშირებით ზეწოლას არ გრძნობს. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

წყაროს თანახმად, "შტუტგარტის" წინააღმდეგ მარტინის უთამაშებლობა მხოლოდ შემთხვევითობა იყო და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფეხბურთელი გუნდის გეგმებში არ შედის.

MD-ს ცნობით, "ბარსაში" ფიქრობენ, რომ 30 წლის შემტევის შენარჩუნება, მისი დაბალი ანაზღაურების გამო, დიდი პრობლემა არ იქნება. თავად ფეხბურთელის პოზიციაც უცვლელია - მას კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს და წასვლაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში იფიქრებს, თუ ხელსაყრელ პირობებს შესთავაზებენ. ამასთან, შეთავაზება "ბლაუგრანასთვისაც" დამაკმაყოფილებელი უნდა იყოს.

ბრეითუეიტის მიმართ ინტერესს რამდენიმე ინგლისური კლუბი იჩენს, თუმცა მათ "ბარსასთვის" ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავთ. 



  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 2 აგვისტო 2021 16:15
    0
    ხო მაგრამ ადგილს რომ იკავებს?
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 2 აგვისტო 2021 15:55
    0
    მუშაა, მაგრამ დონე საშუალოზე დაბალი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 2 აგვისტო 2021 15:05
    1
    წავა,წავა კაცო ეს აბა რას იზამს.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 2 აგვისტო 2021 14:48
    1
    მოკლედ იპოვეს მიზეზი რატომ ვერ აგდებენ.