მემფის დეპაი: ბარსელონაში ტიტულების მოსაგებად მოვედი

მემფის დეპაი: ბარსელონაში ტიტულების მოსაგებად მოვედი

"ბარსელონას" თავდამსხმელმა მემფის დეპაიმ Esport3-თან რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

"ბარსელონაში" ტიტულების მოსაგებად გადმოვედი. "ბლაუგრანა" დიდი ისტორიის მქონე შესანიშნავი კლუბია. აქ ფეხბურთელები ტიტულების მოგებას ეჩვევიან. სწორედ ამიტომ მოვედი, გუნდის დასახმარებლად ტიტულების მოპოვებაში.

გოლის ჩემეული აღნიშვნა? ეს ბრმა და ყრუ მსოფლიოსთვისაა - ვერაფერს ვგრძნობ, ვერაფერს ვხედავ, ფოკუსირებული ვარ. ვფიქრობ, ცხოვრებაში ზოგჯერ მნიშვენლოვანია, იყო კონცენტრირებული, რათა ყურადღების გაუფანტავად საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის წარმოჩენა შეძლო.

გრიზმანი? მოედანზე ის მე მეძებს, როდესაც თავისუფალ სივრცეში აღმოვჩნდები და მეც მის მოძბენას ვცდილობ. იგი შესანიშნავი ტექნიკისა და ინტელექტის მქონე ფეხბურთელია. ჩვენ ერთმანეთს კარგად ვუგებთ.

მესისთან თამაში ჩემი ოცნებაა, რაც, იმედი მაქვს, მალე ამიხდება. ამას მოუთმენლად ველი.

- განაცხადა მემფისმა.

მემფის დეპაი "ბლაუგრანას" ამ ზაფხულში "ლიონიდან" უფასოდ შეუერთდა. ნიდერლანდელმა შემტევმა მონაწილეობა პრესეზონის ბოლო 2 მატჩში მიიღო და 2 გოლი გაიტანა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 3 აგვისტო 2021 19:45
    0
    ვახ რომ არ იყოს ვარსკვლავია
    --------------------
    THUGS
    MARI=BARCA-fan
    სტუმარი [?]
    #7 2 აგვისტო 2021 21:55
    0
    ციტატა: ბარამიძე ლუკა
    ეს და გრიზმანი, მჭადი და ყველივით ეწყობიან ერთმანეთს :დ წავიდა მსნ ის ერა, მგონი ახალი მოდის

    blush .და ამ ერას ჰქვია "GMM"! ან "MMG"! ან "MGM"...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 2 აგვისტო 2021 21:12
    0
    ციტატა: La Pulga10
    ♛BaRcElOnA♛,
    აგუერო ზამენის კაცად მოვიდა თითონაც იცის,თანაც აგუეროა სულ 20-25 წუთი,რომ ათამაშო მაინც შეყრის გოლებს.აი ფატის ტრამვა ახალი მოშუშებული აქვს და მაინც ვერ დაიტვრირთებოდა მთლიანად,შედარებით სუსტ გუნდებთან ითამაშებს და დეპაი,რომ დაიღლება დიდ თამაშებშიც შეცვლის,ანსუ თუ იასევ ისე მოიხოდა,ძაან გიჟი შეტევა გვეყოლება.

    თავიდან მესისაც ესე დაემართა დიდი ტრამვა ჯონ ტერიმ და კარვალიომ სასწაულად ჩეხეს 17 წლის ასაკში და მერე კაი ხანი გაუცდა ანსუსავით თუმცა რომ დაბრუნდა გააოცა ხალხი და რამოდენიმე თამაშში ისევ მაგრად დაიმტვრა. თუმცა მესამედ რომ მობრუნდა იქ იყო პიზდეცი smile
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 2 აგვისტო 2021 20:30
    0
    ♛BaRcElOnA♛,
    აგუერო ზამენის კაცად მოვიდა თითონაც იცის,თანაც აგუეროა სულ 20-25 წუთი,რომ ათამაშო მაინც შეყრის გოლებს.აი ფატის ტრამვა ახალი მოშუშებული აქვს და მაინც ვერ დაიტვრირთებოდა მთლიანად,შედარებით სუსტ გუნდებთან ითამაშებს და დეპაი,რომ დაიღლება დიდ თამაშებშიც შეცვლის,ანსუ თუ იასევ ისე მოიხოდა,ძაან გიჟი შეტევა გვეყოლება.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #4 2 აგვისტო 2021 19:43
    1
    გრიზმანი დეპაი მესი ძალიან კარგი ტრიო უნდა იყოს უბრალოდ ახლა საკითხავი ისაა ფატის და აგუეროს რა ეშველებათ🤔პირადად მე ანსუს ძალიან დიდი იმედი მაქვს და მჯერა რომ მაგ ბიჭს უდიდესი მომავალი აქვს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 2 აგვისტო 2021 18:47
    1
    ციტატა: ბარამიძე ლუკა
    ეს და გრიზმანი, მჭადი და ყველივით ეწყობიან ერთმანეთს :დ წავიდა მსნ ის ერა, მგონი ახალი მოდის

    ღმერთმა ქნას
    --------------------
    THUGS
    ბარამიძე ლუკა
    სტუმარი [?]
    #2 2 აგვისტო 2021 17:31
    5
    ეს და გრიზმანი, მჭადი და ყველივით ეწყობიან ერთმანეთს :დ წავიდა მსნ ის ერა, მგონი ახალი მოდის
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 2 აგვისტო 2021 17:06
    4
    მგონი გვეშველა, სუარესის შემდეგ პირველად ვნახე კაცი, რო ცდილობს გოლი გააკეთოს. გერმანელებთან თუ დააკვირდით, ალბათ მსაჯი გერმანელი იყო ჩვენ ხო უხმოდ ვუყურებდით, და მინიმუმ სამჯერ ამის წაქცევაზე ჯარიმა არ მისცა. ერთი ორი საჯარიმოშიც მოცელეს რომელსაც მომავალში VAR-ი ალბათ დაგვიფიქსირებს.