დანი ალვესი ჩემი კუმირია - ემერსონი
ცოტა ხნის წინ "ბარსელონამ" ბრაზილიელ მარჯვენა მცველს კონტრაქტი გაუფორმა. პრეზენტაციის შემდეგ ფეხბურთელი პრესასთან საუბრობს:
"მადლიერი ვარ, რომ ეს დღეც დადგა. მინდა, პრეზიდენტ ლაპორტას თბილი სიტყვებისათვის მადლობა გადავუხადო. ყოველთვის მქონდა ოცნება, რომ "ბარსასთვის" მეთამაშა. მინდა, ყველას წინაშე პირობა დავდო, რომ მოედანზე სულსა და გულს დავდებ. ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებ, რომელსაც მწვრთნელი მომცემს.
დანი ალვესი ყოველთვის ჩემი კუმირი იყო. ის მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ფეხბურთელია. ბრაზილიელს ვესაუბრე და მითხრა, რომ თუ კარგი მომავალი მინდა, არჩეულ გზას ბოლომდე უნდა მივყვე".
ემერსონის კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. "ბარსამ" იგი "ბეტისიდან" 9 მილიონ ევროდ გაიფორმა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]