მირალემ პიანიჩი იუვენტუსში გადასვლასთან ახლოსაა - MD
"ბარსელონას" ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი "იუვენტუსში" ბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ბოსნიელი შუახაზელი ტურინულ კლუბში გადასვლასთან ახლოსაა. მისი მომავალი, შესაძლოა, მომდევნო რამდენიმე დღეში გადაწყდეს.
31 წლის ფეხბურთელმა გუშინ "ზალცბურგთან" არ ითამაშა, რადგან "ბარსას" მოთამაშის ტრავმის მიღების ალბათობის გამო გარისკვა არ სურდა, ვინაიდან ტრანსფერი მხოლოდ დღეების საკითხია.
AS-ის ინფორმაციით, პიანიჩი სამწვრთნელო შტაბის ზოგიერთ წევრს უკვე გამოემშვიდობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წასვლა გადაწყვეტილია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]