ანიელი და ფლორენტინო პერესი ბარსელონაში არიან
მადრიდის "რეალისა" და ტურინის "იუვენტუსის" პირველი პირები ახლახანს ბარსელონას აეროპორტში შენიშნეს. ანდრეა ანიელისა და ფლორენტინო პერესის კატალონიაში ყოფნა Deportes Cuatro-მ დაადასტურა.
🔥🔥 Florentino Pérez aterriza en Barcelona. También se encuentra Agnelli en la ciudad ¿Reunión por la Superliga?
— Deportes Cuatro (@DeportesCuatro) August 7, 2021
🎙️: @DavidIbanez5
Todas las imágenes a las 15:00h en @cuatrohttps://t.co/F3xBB4DqKW pic.twitter.com/8J335Pt2XB
სავარაუდოდ, კლუბების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა სუპერ ლიგასთან დაკავშირებით იგეგმება. სასამართლოს გადაწყვეტილებით, UEFA-ს არ აქვს უფლება, ახალი ტურნირის ორგანიზატორების მიმართ ხელის შემშლელი ქმედებები განახორციელოს, "ბარსა", "რეალი" და "იუვე" კი ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს მონოპოლიურ და უკანონო მმართველობაში ღიად ადანაშაულებენ და თავდაპირველი წარუმატებლობის მიუხედავად კვლავ მიიჩნევენ, რომ სუპერ ლიგის დაფუძნება ფეხბურთის მომავლისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 20 ]