ალექს კოლიადო ბარსელონაში რჩება

ალექს კოლიადო ბარსელონაში რჩება

"ბარსელონას" ახლგაზრდა ნახევარმცველმა ალექს კოლიადომ კატალონიურ კლუბში დარჩენა გადაწყვიტა. ამ ინფორმაციას ბარსელონელი ჟურნალისტი ალბერტ როგე ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კოლიადომ ყველა შემოთავაზება უკვე უარით გაისტუმრა, მაგრამ რონალდ კუმანმა 22 წლის ფეხბურთელს შეატყობინა, რომ მასზე იმედებს არ ამყარებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ესპანელ შუახაზელს "ბრიუგეში" გადასვლა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში უნდოდა, თუმცა ტრანსფერი ჩაიშალა.

იმავე წყაროს ინფორმაციით, კოლიადო კუმანის ნდობის მოპოვებას შეეცდება. ალექსი მის მდგომარეობას იანვარში შეაფასებს. თუ იგი საკმარის სათამაშო დროს არ მიიღებს, ზამთარში კლუბს დატოვებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #7 10 აგვისტო 2021 06:23
    1
    მიეცოთ 10 ნომერი და სათამაშო დრო💖
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 10 აგვისტო 2021 02:39
    0
    ამან ხო ..... საქმე
    --------------------
    THUGS
    Maradona
    სტუმარი [?]
    #5 9 აგვისტო 2021 18:42
    0
    ამან ბარგი ჩაალაგა მიდიოდა, მესი კონტრაქტს აფორმებდა ეს დარჩა, ის წავიდა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 9 აგვისტო 2021 18:28
    0
    ხოდა მომზადებულია ეს არ მათამაშებენ ზამთარში წავალო, სწორია ყველამ თავის მომავალზე თვითონ უნდა იბრძოლოს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 9 აგვისტო 2021 18:20
    4
    ხოდა ძაან კაი, ოღონდ მთავარია საკმარისი დრო მიიღოს, აი ტრინკაუს რასაც ათამაშებდა სეზონის მეორე ნახევარში ისეთი სიხშირით მაინც რომ ათამაშოს კარგი იქნება,ოღონდ სტაბილურად. ეს ბიჭი დაამტკიცებს თავის დონეს და კუმანიც მოუმატებს შემდეგ დროსაც🙏
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 9 აგვისტო 2021 18:05
    2
    გაახმობს ბულდოგა
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Norman Bates
    სტუმარი [?]
    #1 9 აგვისტო 2021 18:03
    2
    აზრი არა აქვს კუმანთან არაფერს. ყველა თამაშში ჰეთ-თრიქები რო ყარო, მაინც არ გათამაშებს ძირითადში. ჯობია წავიდეს ესაც და პუჩიც