2020 წელს ლა ლიგა წავაგეთ, რადგან "რეალს" მსაჯებმა 6 პენალტი დაუდეს - სეტიენი
"ბარსელონას" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, კიკე სეტიენი JotDownSpain-თან საინტერესო ინტერვიუს წერს:
ბარსადან წასვლა
არასდროს უთქვამთ, რომ უნდა წავსულიყავი. პრეზიდენტის განცხადებებს ტელევიზიიდან მოვუსმინე, მეორე დღეს კი სპორტულმა დირექტორმა, აბიდალმა ლანჩზე დამპატიჟა და მთხოვა, რომ მათთვის ფული მეპატიებინა.
ოფიციალურად არავის მოუმართავს და უხსენებია, რომ პოზიციიდან მომხსნეს. 40 დღის შემდეგ დედლაინის გამო გაშვების წერილი მომივიდა. იმ დროისათვის სასამართლოში სარჩელი უკვე შეტანილი მქონდა,
მე და აბიდალი ერთმანეთს კარგად ვეწყობოდით და ხშირად ვკონტაქტობდით. მას ერთხელ ვუთხარი: "შეხედე, გირჩევნია, რომ ამ საქმეში არ ჩაერიო, რადგან არც მე ვაპირებ, ყველაფერი ადვოკატებს მივანდოთ.
ვიცოდი, რომ "ბარსელონაში" ცუდ დროს ჩავედი, მაგრამ ასეთი შანსი ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ გეძლევა.
ჩემი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, ასეთი გასახდელი ოთახი არ მინახავს, შოკში ვიყავი.
ლა ლიგა
2020 წელს ლა ლიგა წავაგეთ, რადგან "რეალს" მსაჯებმა 6 პენალტი დაუდეს.
ლიონელ მესი
აქამდეც ხშირად მითქვამს, რომ ლეო მესი ისტორიის საუკეთესო ფეხბურთელია. პელეს თამაში ნანახი არ მაქვს, მაგრამ იღბლიანი ვარ, რომ 15 წლის განმავლობაში ლეოს პერფორმანსს ვხედავდი.
კიკემ "ლურჯ-ბროწეულისფერები" 2019/20 წლების მეორე ნახევარში გადაიბარა, თუმცა გულშემატკივრების იმედების გამართლება ვერ შეძლო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]