მესიმ მოურინიო და რონალდუ შეაქო

მესიმ მოურინიო და რონალდუ შეაქო

კატალონიის ”ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა, ლიონელ ანდრეს მესიმ ხოტბა შეასხა მადრიდის ”რეალის” მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს და ამავე გუნდის ნახევარმცველს, კრიშტიანუ რონალდუს, იტყობინება AS.

არგენტინელმა თავისი მოსაზრება გამოთქვა მოურინიოსა და რონალდუს შესახებ:

კრიშტიანუ ძალიან ამბიციურია და ბევრი გოლი გააქვს. ის ნებისმიერ გუნდში ახდენს ადაპტირებას და იწყებს გოლების გატანას. რაც შეეხება მოურინიოს, ის ”რეალისთვის” იდეალური სპეციალისტია. ის შეიძლება უყვარდეთ ან სძულდეთ, თუმცა ის გამარჯვებულია.” - განაცხადა ლიონელ ანდრეს მესიმ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში სწორედ ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ იბრძვიან ”პიჩიჩისთვის”. არგენტინელის ანგარიშზე 29 გოლია. მას მხოლოდ ერთი გოლით ჩამორჩება პორტუგალიელი ვარსკვლავი.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.