მარტინ ბრეითუეიტის მიღწევა ლა ლიგაში
"ბარსელონა" ამ წუთებში ლა ლიგის პირველი ტურის მატჩში შინ "სოსიედადს" ანგარიშით 3-0 ამარცხებს. შეხვედრაში "ბლაუგრანას" შემტევმა მარტინ ბრეითუეიტმა 2 გოლის გატანა მოახერხა და ესპანეთის ჩემპიონატში უნიკალური დანიური მიღწევის შემოქმედი გახდა.
სპორტული სტატისტიკის მწარმოებელი კომპანია Opta-ს ინფორმაციით, ბრეითუეიტი "სოსიედადთან" გატანილი 2 ბურთის წყალობით პირველი დანიელი ფეხბურთელია, რომელმაც ლა ლიგაში 21-ე საუკუნეში დუბლი შეასრულა.
ბრეითუეიტი "ბარსაში" 2020 წლის თებერვლიდან ირიცხება. 30 წლის თავდამსხმელი მანამდე ესპანეთის ჩემპიონატში "ლეგანესის" რიგებში გამოდიოდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]