ერიკ გარსია მომდევნო მატჩებში დაისვენებს

ერიკ გარსია მომდევნო მატჩებში დაისვენებს

"ბარსელონას" ნახევარმცველის, პედრის მსგავსად, მცირე შვებულებას ერიკ გარსიაც აიღებს - წერს Sport. 

გარსიამ, ისევე როგორც პედრიმ, ჯერ ევრო 2020-ზე, შემდეგ კი ტოკიოს ოლიმპიადაზე ითამაშა, სადაც ესპანეთის ნაკრები ტურნირს ბოლომდე შემორჩა და შესაბამისად, ფეხბურთელებს საკლუბო სეზონის დაწყებამდე დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის საკმარისი დრო არ მიეცათ. 

პედრის შვებულება "ბილბაოსთან" დღევანდელი მატჩის შემდეგ დაიწყება, გარსია კი გუნდს "ხეტაფესთან" მომდევნო შეხვედრის შემდეგ 7-8 დღით დატოვებს. 

კლუბს სურს, რომ ფეხბურთელებისთვის შვებულება სანაკრებო შეხვედრების გამოც არ შეწყდეს, ამისთვის კი "ფურია როხას" მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს თანხმობაა საჭირო. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 21 აგვისტო 2021 20:30
    0
    იმედია არაუხოს დღეს ძირითადში არ დააყენებს smile
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 21 აგვისტო 2021 20:02
    0
    იმედია დღეს არაუხოს ძირითადში დააყენებს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Bobi
    სტუმარი [?]
    #7 21 აგვისტო 2021 18:13
    0
    ენრიკეს რაღაც ბოღმა აქვს დარჩენილი და ასე იყრის ჯავრს თუ რატო აკეთებს ამას ვერ ვხვდები? 😂 დაასვენე ხალხი, დაასვენე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 21 აგვისტო 2021 15:58
    0
    ციტატა: nika 54
    ამ ენრიკეს ბოდიში და შიგ ხო არა აქვს, აბა თვითონ წვრთნიდეს კლუბს, ექნებოდა თუ არა პრეტენზიები ნაკრების მწვრთნელთან, ფეხბურთელების გადატვირთვის გამო.

    ხელფასს თვითონ არ უხდის და არ კიდია?
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 21 აგვისტო 2021 15:21
    1
    მინგესაზე რა ისმის? მოირჩინა ტრავმა? რატომღაც მინგესას იმედიც მაქვს და მგონია რო კარგი მცველი გამოვა ეგ ბიჭი
    Culé [?]
    #4 21 აგვისტო 2021 14:15
    3
    გარსია ბევრად კარგი იქნება ბარსაში, ვიდრე იყო აქამდე! ამას ყურადღებაც მიაქციეთ! სულ სხვა მოტივაციაა დღეს კლუბში, ბევრად მეტი, ვიდრე წინა წლებში! ბარსას ევოლუცია გრძელდება! აბა რაა!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 21 აგვისტო 2021 13:27
    4
    ეს ცოტა დაიხვეწოს და არაუხოსთან ერთად წესით მაგარი ცენტრი უნდა შეიქმნას,შეიძლება ძვირიანი ცენტ.მცველის ყიდვაც არ დაგვჭირდეს.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 21 აგვისტო 2021 13:25
    1
    ამ ენრიკეს ბოდიში და შიგ ხო არა აქვს, აბა თვითონ წვრთნიდეს კლუბს, ექნებოდა თუ არა პრეტენზიები ნაკრების მწვრთნელთან, ფეხბურთელების გადატვირთვის გამო.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 21 აგვისტო 2021 13:20
    1
    ლაიამ ბიჭის ამბიციები და შემართება მომწონს
    --------------------
    THUGS