ერიკ გარსია სეზონს შვებულების გარეშე დაიწყებს
"ბარსელონას" ახალწვეული, ერიკ გარსია, 2021/22 წლების სეზონს შვებულების გარეშე დაიწყებს, იტყობინება Sport.
"სიუტატ ესპორტივაზე" გუნდურ ვარჯიშებს უკვე შეუერთდნენ მემფის დეპაი, ფრენკი დე იონგი, ანტუან გრიზმანი და კლემან ლანგლე. მარტინ ბრეითუეიტი, სერხიო ბუსკეტსი და ჟორდი ალბა კი გუნდს მომდევნო კვირაში დაუბრუნდებიან. რაც შეეხებათ კოპა ამერიკაზე მოასპარეზე ლეო მესის, სერხიო აგუეროსა და ემერსონს, ისინი შვებულებას აგვისტოს პირველ კვირაში დაასრულებენ.
"ბარსადან", ოლიმპიადაზე სამი ფეხბურთელი იასპარეზებს: პედრი გონსალესი, ოსკარ მინგესა და ერიკ გარსია. ეს უკანასკნელი იქნება ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც ზაფხულის განმავლობაში დასვენების საშუალება არ მიეცემა. მინგესას შვებულება ტოკიოში გამგზავრებამდე ჰქონდა, პედრის კი, ოლიმპიადიდან დაბრუნების შემდეგ, 10-დღიანი დასვენება ექნება.
"ბარსას" სამწვრთნელო შტაბი მიიჩნევს, რომ გარსიასთვის ეს პრობლემა არ იქნება, ვინაიდან გასულ სეზონში, "სიტის" რიგებში, მას დატვირთულ რეჟიმში ყოფნა არ უწევდა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ იგი ინგლისურ კლუბთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებდა, პეპ გვარდიოლა მას თამაშის საშუალებას ნაკლებად აძლევდა - 2021 წელს, გარსიამ მონაწილეობა მხოლოდ 4 შეხვედრაში მიიღო.
შეგახსენებთ, რომ "ლა მასიას" აღზრდილი მშობლიურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]