რონალდ არაუხო ურუგვაის ნაკრებში გამოიძახეს
"ბარსელონას" ცენტრალურ მცველ რონალდ არაუხოს ურუგვაის ნაკრებში უხმეს.
ურუგვაელთა მთავარმა მწვრთნელმა ოსკარ ტაბარესმა სექტემბერში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი თამაშებისთვის გუნდის განაცხადი დაასახელა, რომელშიც არაუხოც მოხვდა.
ურუგვაი შეხვედრებს 2, 5 და 9 სექტემბერს ჩაატარებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 22 წლის ფეხბურთელმა, შესაძლოა, ლა ლიგის მე-4 ტურში "სევილიასთან" გასამართი მატჩი გამოტოვოს.
"ბარსა" "სევილიას" 11 სექტემბერს დაუპირისპირდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]