ბაიერნის დირექტორი: ბარსელონა მესის გარეშე სხვა გუნდია

ბაიერნის დირექტორი: ბარსელონა მესის გარეშე სხვა გუნდია

გუშინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რომელმაც ჯგუფში "ბარსელონას" მეტოქეები გამოავლინა. "ბლაუგრანას" კონკურენტები "ბაიერნი", "ბენფიკა" და კიევის "დინამო" იქნებიან.

"ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა Sport-თან წილისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა: 

როდესაც ფეხბურთელი ვიყავი, დიდი გუნდების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის მომწონდა. "ბარსელონამ" მესი დარკაგა, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა.

რა თქმა უნდა, "ბარსა" მესის გარეშე განსხვავებული გუნდია, მაგრამ კატალონიელებს კარგი ფეხბურთელები ჰყავთ. წინ კარგი დაპირისპირებები გველის.

წილისყრაზე კომენტარი მიუნხენური კლუბის ლეგენდამ და ამჟამინდელმა დირექტორმა ოლივერ კანმაც გააკეთა: 

მიმზიდველ ჯგუფში ვიმყოფებით. ეს ჩვენთვის რთული გამოწვევა იქნება. რა თქმა უნდა, ჯგუფის მოგება გვინდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Bobi
    სტუმარი [?]
    #6 27 აგვისტო 2021 22:38
    0
    პირველ თუ არა მეორე ადგილზე მაინც ხო გავალთ 😃 და ახლა პირველზე რო კიევის დინამო გავიდეს 😂
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 27 აგვისტო 2021 15:30
    1
    მარტო ბაიერნი იღებს ხმას ჯგუფიდან?
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 27 აგვისტო 2021 15:14
    2
    მესი კი არა პელეს და მარადონას არ გამოსდიოდათ თამაში, სასტავი რო უჩლუნგდებოდათ. მესი ჯადოქარი კი არ არის, მეკარეც იყოს, დაცვაც და მეპასეც და გამტანიც. ნებისმიერ გუნდში მინიმუმ 4-5 კაცი თუ არ არის მსოფლიო დონის, არავითარ ლიგაზე ლაპარაკი აღარ არის.
    Culé [?]
    #3 27 აგვისტო 2021 14:29
    2
    ოღონდ ამათ დაახიეთ ბურთი თავზე და გინდა სეგუნდაში გავარდით
    Culé [?]
    #2 27 აგვისტო 2021 12:06
    1
    ახლა წავიკითხე რეალის საიტზე, მბაპე უყიდიათ, სერიოზულად გაძლიერდნენ, ჩვენ კი ეს ნაგავი ფეხბურთელებიც კი ვერ მოვიშორეთ, რომლებიც ზარალის მეტს ვერაფერს უკეთებენ კლუბს, იქნებ ცოტა გამოფხიზლდეს ლაპორტა და ჰალანდი ჩვენ ვიყიდოთ თორე ასე ძალიან გაგვიჭირდება რეალთან და არა მარტო მათთან.
    --------------------
    "ბარსელონა" ეს ხომ ფეხბურთის ზეიმია♥️💙
    Maradona
    სტუმარი [?]
    #1 27 აგვისტო 2021 11:42
    6
    მესის გარეშეც იგებდნენ ლიგებს კლუბები,
    და მესიანად გვახევდნენ ბურთს თავზე, მესის ბრალი ამშემთხვევაში ნაკლებად იყო მარა მაინც, ეს ფაქტია. არაუშავს ვისწავლით ჩვენც, მთავარია სწორი მენეჯმენტი და სატრანსფერო პოლიტიკა. ხო მბაპე მემგონი ითრია რეალმა, რაშიც ლაპორტამ უფრო მეტი წვლილი შეიტანა, ვიდრე პერესმა, მარა არაუშავს მომავალ წელს ჰალანდზე იქნებ რამე გამოგვივიდეს. წლევანდელი წელი თუ ვერაფერი მოვიგეთ ის მაინც უნდა გავიგოთ ვინაა გასაგდები და ვინ უნდა დარჩეს, ნუ ვუნცაა გასაყრელი კი ვიცით, მარა ვსწც დასამტკიცებელი აქვს რაღაცეები იმათთვისქა ეს წელი.