რონალდ კუმანი: რთული ჯგუფი შეგვხვდა
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა შეაფასა და პირველი კალათიდან კატალონიელების მეტოქის, "ბაიერნის" შესახებ ისაუბრა.
ვფიქრობ, რთული ჯგუფი შეგვხვდა. "ბაიერნი" ძალიან ძლიერი გუნდია, მათ ორი წლის წინ "ბარსას" დიდი ანგარიშით დამარცხება და ტურნირის მოგება მოახერხეს. მათ შემადგენლობაში ახლაც ბევრი უმაღლესი დონის ფეხბურთელია.
"ბაიერნს" ნაგელსმანის სახით ახალი მწვრთნელი ჰყავს და ამ გუნდთან დაპირისპირება საინტერესო იქნება.
"ბაიერნს" ნაგელსმანის სახით ახალი მწვრთნელი ჰყავს და ამ გუნდთან დაპირისპირება საინტერესო იქნება.
- განაცხადა კუმანმა.
"ბაიერნის" გარდა, E ჯგუფში "ბარსელონას" კიევის "დინამოსა" და ლისაბონის "ბენფიკასთან" შეხვედრა მოუწევს. პირველი ტურის მატჩები 14 და 15 სექტემბერს გაიმართება, ზუსტი კალენდარი კი UEFA-ს ჯერ არ გამოუქვეყნებია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]