ხვალ ფილიპე კოუტინიო 10-ნომრიან მაისურს მოირგებს

ხვალ ფილიპე კოუტინიო 10-ნომრიან მაისურს მოირგებს

"ბარსელონადან" ლიონელ მესის წასვლის შემდეგ, მისი 10 ნომერი, რომლის ტარებაც არავის სურს, თავისუფალია.

მიუხედავად ამისა, ჟურნალისტ ტონი ჟუანმარტის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ გუნდს რეი მანაი ან მირალემ პიანიჩი არ დატოვებს და მათი ნომრები არ გათავისუფლდება, ფილიპე კოუტინიო "ხეტაფესთან" მატჩში 10-ნომრიან მაისურს მოირგებს.

რა თქმა უნდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე მათგანმა "ბლაუგრანას" რიგები ხვალამდე დატოვოს, შესაბამისად, დიდი შანსია, ლეგენდარული არგენტინელის ნომრით ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი ვიხილოთ.

ლა ლიგის წესების მიხედვით, გუნდებმა ფეხბურთელები პირველიდან 25-მდე უნდა დანომრონ, რაც "ბარსელონას" მესის ნომრის გაუქმების საშუალებას არ აძლევს.

"ბარსასა" და "ხეტაფეს" შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 29 აგვისტო 2021 17:11
    0
    აი ამ სტატიაში არ ჩანს რატომ მოირგებს 10 ნომერს კოუ, და ეს კიდეც გამოჩნდა განაცხადში.
    მწერლებო ძალიან გთხოვთ ნუ ჩქარობთ "ნიუსების" დაყრას, ხო ხედავთ ვერ არტყავთ ძირითადად.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 28 აგვისტო 2021 21:59
    3
    მესის 10 ნომრიანი sob
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 28 აგვისტო 2021 19:23
    5
    არ ჩაიჯვა ფელიპე ! არ ჩაიჯვა ფელიპე ! joy joy (ელისაშვილის ვერსია)
    Culé [?]
    #7 28 აგვისტო 2021 17:30
    5
    ეჰ, მაისურის ნომრის აღება ან არ აღება არაფერს ცვლის.
    თუ რამე შეუძლია ახლა უნდა დაამტკიცოს ამ ორ თვეში, თუ არადა გინდა 10-იანი მაისურ ცმია და გინდა 78 ეწეროს მის ზურგზე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 28 აგვისტო 2021 16:14
    2
    ეკუთვნის ძმას. 3 თამაში ითამაშებს შეცვლაზე და მერე 7 თვე დაისვენებს ექიმის ცნობით ხელში
    --------------------
    THUGS
    xavi73
    სტუმარი [?]
    #5 28 აგვისტო 2021 15:54
    5
    წელს ასეთი შემადგებლობა მინდა..

    შტეგენი

    ემერსონი. პიკე. არაუხო. ალბა

    ნიკო/ბუსი
    ფრენკი. პედრი/კოუ.


    გრიზმანი. ფატი. მემფისი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 28 აგვისტო 2021 15:10
    3
    იმედია არ ჩაისვრის
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #3 28 აგვისტო 2021 14:50
    3
    სხვა გზა მაინც არაა და აიᲦოს
    აბა მარᲗლა მანაი ხო არ აიᲦებს :დ
    Culé [?]
    #2 28 აგვისტო 2021 14:42
    8
    მე პირადად ანსუს მინდოდა ეტარებინა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 28 აგვისტო 2021 14:34
    10
    ხოდა დონე უნდა დადოს,ბოლო სეზონია მისთვის და თუ რამის უკანალი აქვს უნდა ითამაშოს.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid