რიკი პუჩის განაცხადში ყოფნა თავად ფეხბურთელისა და ხელმძღვანელობის დამსახურებაა
"ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველი, რიკი პუჩი ლა ლიგის გასული ორი ტურიდან, რონალდ კუმანმა არცერთში არ ათამაშა - მან "სოსიედადთან" და "ბილბაოსთან" მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.
ჟურნალისტ ლუის როხოს ინფორმაციით, ნიდერლანდელი სპეციალისტი 22 წლის ფეხბურთელს არასდროს ენდობოდა და ის, რომ რიკი განაცხადში ჯერ კიდევ ხვდება, მხოლოდ თავად მოთამაშის სურვილისა და კლუბის ხელმძღვანელობის მხარდაჭერის დამსახურებაა.
ადრე გავრცელებული ცნობებით, ყველაფრის მიუხედავად, მას "ბარსაში" დარჩენასა და წარმატების კატალონიურ გრანდში მიღწევაზე აზრი არ შეუცვლია.
პუჩმა პრესეზონზე თავი კარგად წარმოაჩინა - კატალონიელმა შუახაზელმა გერმანული "შტუტგარტისა" და იტალიური "იუვენტუსის" კარი აიღო.
ფეხბურთელის კონტრაქტი 2023 წლამდეა გათვლილი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]