Sport: რეი მანაის მალიორკაში გადასვლა სურს
"ბარსელონას" ალბანელი თავდამსხმელი, რეი მანაი, შესაძლოა, "მალიორკას" რიგებს შეურთდეს.
Sport-ის ცნობით, მანაის შეთავაზება რამდენიმე კლუბისგან აქვს. მისთვის, პრიორიტეტს "მალიორკაში" გადასვლა წარმოადგენს. საუბარი იჯარასა და გამოსყიდვის უფლებაზეა, თუმცა, მანაის დასამატებლად, "მალიორკას" ალექსანდრ ტრაიკოვსკის გაშვება სჭირდება. ამასთან, კუნძულელები ლუკას პერესის ვარიანტსაც განიხილავენ, რომელიც თავისუფალი აგენტია.
მანაის კიდევ ერთი წინადადება "კადისისგან" აქვს, თუმცა "მალიორკას" წარმატებულმა სტარტმა ლა ლიგაში (2 მოგება, 1 ფრე) მის არჩევანზე გავლენა იქონია.
24 წლის ფეხბურთელის წასვლა "ბარსაში" ნომრების პრობლემასაც მოხსნიდა. იმ შემთხვევაში, თუ მანაი არ წავა და 14-ნომრიანი მაისური არ განთავისუფლდება, ფილიპე კოუტინიო, რომელიც ხვალინდელი მატჩის განაცხადშია, იძულებული იქნება, 10 ნომრით ითამაშოს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]