მოურინიოს თანამემამულემ ”ბარსელონას” წარმატებები უსურვა
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ-ფინალური მატჩის საფინალო სასტვენისთანავე პეპ გვარდიოლამ ”კლასიკოსთვის” მზადება დაიწყო. მატჩი მადრიდის ”რეალის” წინააღმდეგ შაბათს, 16 აპრილს, ”სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართება. უკანა გზაზე, თვითმფრინავში, პეპ გვარდიოლამ და თავისმა თანაშემწემ, ტიტო ვილანოვამ ოთხი საათი მადრიდელთა თამაშის ყურებაში გაატარეს. მომდევნო ოთხი თამაში ”რეალთან” სამი ტიტულის ბედს გადაწყვეტს.
”ბარსელონას” თვითმფრინავი დონეცკიდან ადგილობრივი დროით 15:30 საათზე გაფრინდა და ”ელ პრატის” აეროპორტში დაახლოებით საღამოს 7 საათზე დაეშვა. თვითმფრინავს პორტუგალიელი ეკიპაჟი მართავდა. პილოტმა გუნდს ჩემპიონთა ლიგის ნახევარ-ფინალში გასვლა მიულოცა და წარმატებები უსურვა სეზონის დარჩენილ ნაწილში.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]