ჩავი: ”ბარსელონას” ფეხბურთელები მოკრძალებული ადამიანები არიან”
ესპანური ”ბარსელონას” ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ მისი თანაგუნდელები გამოირჩევიან მოკრძალებით როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ, გვაცნობებს marca.
ამას გარდა ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა ”ბარსას” მთავარ მწვრთნელზე, პეპ გვარდიოლაზეც იასუბრა.
”ჩვენ უბრალო და მოკრძალებული ადამიანები ვართ, რომლებსაც ძალიან გვიყვარს ფეხბურთი და ვაფასებთ ხალხს. ხოლო ისინი აღიქვამენ ისე, თუ როგორ გამოავლენ თავს მოედანზე. რაც შეეხება ჩემს ურთიერთობას გვარდიოლასთან, ჩვენ ფეხბურთს ერთნაირად ვუყურებთ და გვიყვარს მოწინააღმდეგის თამაშის დეტალური ანალიზის გაკეთება. მე ძალიან მიყვარს პეპთან ტაქტიკების შესახებ საუბარი. ის ძალიან მოკრძალებული, შრომისმოყვარე და საუკეთესო მწვრთნელია, რომელიც ”ბარსელონაში” ჩამოყალიბდა. გვარდიოლა ნამდვილი ლიდერია” - განაცხადა ჩავიმ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]