ბრძოლის ველზე გიჟი ბიჭები გამოდიან (გაგრძელება)

ბრძოლის ველზე გიჟი ბიჭები გამოდიან (გაგრძელება)

"რეალისა” და "ატლეტიკოს” ფანების გარდა, Boixos Nois -ის ბიჭები თეთრ-ცისფერ ბრიგადებს ვერ იტანენ ( Brigades Blanquiazules ), რომლებიც "ესპანიოლს” ქომაგობენ. Frente Atletico -ს, Ultras Sur -ის და Orgullo Vikingo -ს წევრებთან შეტაკება თუ წელიწადში ერთი-ორჯერ ხდება, ესპანიოლის" ფანატებთან პრაქტიკულად ყოველდღეა შესაძლებელი მუშტი-კრივის გამართვა.

ყოფილი "გიჟი ბიჭი” კარლოსი, ვოკალისტი და კომპოზიტორი, რომელიც მემარცხენე-რადიკალურ ბარსელონურ RASH -ჯგუფს, " Opcio K-95 ”-ს წარმოადგენს, შემდეგს ბრძანებს: "დიდება "ბარსას”! "ესპანიოლი” ნაგავია, ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ მაგ ნაბიჭვრებს!”.

Brigades Blanquiazules -ის წევრებმა იციან, რომ "გიჟ ბიჭებს” წინ ვერ აღუდგებიან, ამიტომაც "ბარსას” ინჩასებს თავს მაშინ ესხმიან, როდესაც ისინი ცოტანი არიან, მაგრამ Boixos Nois -მა საშინელი შურისძიება იცის. ყოველდღიურ ცხოვრებაში თეთრ-ცისფერი ბრიგადები როგორღაც თუ ახერხებენ "გიჟ ბიჭებთან” შეტაკების თავიდან აცილებას, "ლუის კომპანისსა” და "სორიაზე” გამართული მატჩების შემდეგ, ასეთი ფუფუნება უკვე აღარ აქვთ ხოლმე. Boixos Nois რეგულარულად უსწორდება საძულველ თანაქალაქელებს.

საქმე ისაა, რომ პიროვნებას, რომელიც "ესპანიოლს” ქომაგობს, ბარსელონაში ადამიანად არ თვლიან. მათ "ფრანკოს შვილებს” ეძახიან, რადგან ბლანკოასულის პირველი ქომაგები ის პოლიციელები და ჯარისკაცები იყვნენ, რომლებიც კატალონიის დედაქალაქში მასობრივი აჯანყებების ჩასახშობად გააგზავნეს.
ყველა ფან-კლუბს ჰყავს მეგობრული დაჯგუფებები, რომლებიც სხვა გუნდებს გულშემატკივრობენ (მაგ. მადრიდულ  Ultra Sur -ს კარგი ურთიერთობა აქვს ზემოთნახსენებ Brigades Blanquiazules -თან, ასევე "ვალიადოლიდის” მხარდამჭერ Ultras Violeta-სთან), გამონაკლისი მხოლოდ Boixos Nois -ია.

 

"გიჟმა ბიჭებმა” საერთო ენა ვერავისთან გამონახეს. მათ თავად ბლაუგრანას დანარჩენი გულშემატკივრებიც კი არ ემადლიერებიან. ყ ველაფერი პრეზიდენტ ნუნიესის გაუთავებელი კრიტიკით დაიწყო – "გიჟი ბიჭები” მის გადადგომას მაშინაც კი ითხოვდნენ, როდესაც კლუბმა ჩემპიონთა თასი მოიგო.  Boixos Nois -ს აბსურდული მოთხოვნა ჰქონდა, რომელიც გუნდის მთავარი მწვრთნელის იოჰან კრუიფის გაპრეზიდენტებას გულისხმობდა, თანაც ჰოლანდიელს ბლაუგრანას დამრიგებლის პოსტიც უნდა შეენარჩუნებინა. 
1994 წელს Boixos Nois-ში განხეთქილება მოხდა, ბლაუგრანას ბევრმა ინჩასმა დაჯგუფების დატოვება გადაწყვიტა. ალტერნატიული მუსიკის მიმდევარ კარლოსს, საკუთარი მოსაზრება აქვს ამ ფაქტთან დაკავშირებით. "ადრე "გიჟი ბიჭები” მემარცხენე დაჯგუფებას წარმოადგენდნენ, მაგრამ ახლა ისინი ფაშისტები არიან, რომლებიც "ბარსას” დანარჩენ ფანებს ჩამოშორდნენ. სწორედ ამიტომ დავტოვე მათი რიგები. სტადიონზეც კი სხვადასხვა ტრიბუნებზე ვსხედვართ”.
1993 წლიდან "გიჟი ბიჭები” ახალი ნაკადის მიღებას იწყებენ. ბულდოგის ტატუებთან ერთად, დაჯგუფების წევრთა სხეულზე უკვე ნაცისტური ჯვარსაც მოჰკრავთ თვალს.
1996 წელს, Boixos Nois -ის რამდენიმე წევრი ევროპის ყველაზე ცნობილ ტერორისტულ ორგანიზაცია IRA -სთან კავშირში იქნა ეჭვმიტანილი.  La Rambla -ზე რამდენიმე საათის განმავლობაში ეკიდა პოსტერი შემდეგი წარწერით – "ირლანდის რესპუბლიკურ არმიასთან ბევრი გვაქვს საერთო” . პლაკატის ქვედა ნაწილში, მარცხნიდან მარჯვნივ IRA -ს ემბლემა, ბულდოგის თავი და ანარქისტული ჯვარი იყო გამოსახული.
2001 წელს, ესპანეთში ხმაურიანი პროცესი გაიმართა, რომელიც ერთი წლით ადრე ქვეყანაში მომხდარ აფეთქებებს უკავშირდებოდა. ამ ტერორისტულ აქტებზე პასუხისმგებლობა ბასკურმა სეპარატისტულმა ორგანიზაცია ETA -მ აიღო. ძიების პროცესში გაირკვა, რომ რამდენიმე აფეთქების ორგანიზებაში მონაწილეობა Boixos Nois -ის წევრებმაც მიიღეს. არსებობის 35 წლიანი ისტორიის მანძილზე Euskadi ta Askatasuna -ს ტერორისტებმა პირველად მიმართეს დახმრაბისთვის არაბასკებს!

გაგრძელება იქნება…

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.