ბარსელონა ექტორ ბელერინით დაინტერესდა
"ბარსელონა" "არსენალის" მარჯვენა მცველის, ექტორ ბელერინის მომსახურებით ინტერესდება. ამ ინფორმაციას Sky Sports ავრცელებს.
გავრცელებული ცნობებით, ემერსონი "ტოტენჰემში" გადასვლასთან ძალიან ახლოსაა, "ბარსელონამ" კი მისი შემცვლელის ძებნა უკვე დაიწყო.
ინგლისური წყაროს ინფორმაციით, "ბლაუგრანა" ბელერინს ემერსონის შემცვლელად განიხილავს, მაგრამ ექტორის ტრანსფერი რთული განსახორციელებელია.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც "ბარსა" ბელერინით დაინტერესდა. კატალონიურ კლუბს 26 წლის ფეხბურთელის დამატება გასული წლის ზაფხულშიც უნდოდა.
ცნობისთვის, ბელერინი "ბარსელონას" სკოლის აღზრდილია. მან "ბლაუგრანა" 2011 წელს 16 წლის ასაკში დატოვა და "არსენალს" მიაშურა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]