ვილიანი და დუგლას კოშტა ოცნებობენ "ბარსელონაში" თამაშზე

ვილიანი და დუგლას კოშტა ოცნებობენ "ბარსელონაში" თამაშზე

დონეცკის "შახტარის" ნახევარმცველებმა, ვილიანმა და დუგლას კოშტამ გამოთქვეს სურვილი "ბარსელონაში" თამაშზე. ისინი აღფრთოვანებულნი არიან ამ კლუბით. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა "ას".

 

ბრაზილიელ ფეხბურთელებს ძალიან უნდათ დაიცვან "ბლაუგრანას" ღირსება.

 

ვილიანი: "თამაში "ლურჯ–ბროწეულისფერთა" შემადგენლობაში? ეს ახდენილი ოცნებაა. ეს მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, რომელსაც შეუძლია დაეუფლოს ყველა ტიტულს ამ სეზონში, ისინი უბრალოდ შეუდარებელნი არიან".

 

დუგლას კოშტა: "რა თქმა უნდა, ძალიან მსურს დავიცვა "ბლაუგრანას" ღირსება, მსურს ერთ–ერთი მათგანი ვიყო. აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელი, თუნდაც ვარსკვლავი, ოცნებობს ამ გუნდში თამაშზე".

 

შეგახსენებთ, რომ "უეფას" ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში, "ბარსელონამ" ორი მატჩის ჯამში, დაამარცხა დონეცკის "შახტარი", ბურთების შეფარდებით 6:1.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.