ბუსკეტსი მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებს უკაპიტნებს
Sport-ის ინფორმაციით, "ბარსელონას" საყრდენი ნახევარმცველი, სერხიო ბუსკეტსი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას მიიღებს და ესპანეთის ნაკრებს უკაპიტნებს.
გამოცდილი ფეხბურთელი "ფურია როხას" რიგებში 2009 წლიდან ასპარეზობს. მან ნაკრებთან ერთად 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი და 2012 წლის ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ესპანეთის მაისურით სერხიოს მონაგარი 127 მატჩი და 2 გოლია.
ლუის ენრიკეს მიერ სერხიო რამოსის განაცხადს მიღმა დატოვების გამო, 33 წლის მოთამაშე გუნდის კაპიტანი ევრო 2020-ზეც იყო.
კატალონიური კლუბიდან ლიონელ მესის წასვლის შემდეგ კი, ბუსკეტსმა "ბარსელონას" კაპიტნის სამკლავურიც გადაიბარა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]