ვილიარეალი ნეტუს არ შეიძენს
როგორც ცნობილია, "ბარსელონას" მეორე მეკარეს, ნეტუ მურარას გუნდიდან წასვლა სურს, მისი გადაბირების ერთ-ერთი კანდიდატი კი "ვილიარეალი" იყო.
მიუხედავად ამისა, ESPN Deportes-ის ინფორმაციით, "ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" ბრაზილიელი ფეხბურთელის შეძენა გამორიცხა.
მარკ-ანდრე ტერ შტეგენის გამოჯანმრთელების შემდეგ, ნეტუს სათამაშო დრო კვლავ არ ექნება, რაც მის გეგმებში არ შედის, თუმცა, დიდი ალბათობით, მურარას კატალონიურ გრანდში დარჩენა მოუწევს.
ბრაზილიელს "ბარსასთან" კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]