ოფიციალურად: ანტუან გრიზმანი ატლეტიკოში დაბრუნდა
ახლახან ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია, რომ ანტუან გრიზმანი "ატლეტიკოში" დაბრუნდა. ეს ინფორმაცია ლა ლიგამ დაადასტურა.
გრიზმანი "ატლეტიკოში" ერთი წლით იჯარით ითამაშებს, რის სანაცვლოდაც "ბარსელონა" 10 მილიონ ევროს მიიღებს. ამ ერთი წლის განმავლობაში მადრიდული კლუბი დაფარავს ფეხბურთელის ხელფასსაც, სეზონის ბოლოს კი "როხიბლანკოს" ანტუანის 40 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულება ექნება.
"ბარსამ" 30 წლის შემტევი 2019 წელს, სწორედ "ატლეტიკოდან" შეიძინა 120 მილიონ ევროდ. ამ დროის განმავლობაში გრიზმანმა ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით, 102 მატჩში თავი 35 გოლითა და 17 ასისტით გამოიჩინა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 39 ]