ოფიციალურად: ემერსონი ტოტენჰემის ფეხბურთელია
"ბარსელონა" და "ტოტენჰემი" ემერსონ როიალის ტრანსფერს ადასტურებენ. ლონდონურმა კლუბმა ემერსონი 25 მილიონ ევროდ გაიფორმა. ბრაზილიელი "ტოტენჰემთან" 5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.
"ბეტისში" იჯარით გატარებული ორი სეზონის შემდეგ, იგი "ბარსელონას" პირველ გუნდს ამ ზაფხულში შეუერთდა. ჯამში, მის სანაცვლოდ, "ბარსამ" 15 მილიონი ევრო გადაიხადა.
2019 წელს, "ბარსამ" და "ბეტისმა" იგი ერთობლივად "ატლეტიკო მინეიროდან" შეიძინეს. ორივე კლუბმა სატრანსფერო თანხა (12 მილიონი ევრო) თანაბრად გადაიხადა. 2021 წლის ზაფხულში კი "ბარსელონამ" მისი 9 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება გამოიყენა.
"ბეტისთან" დადებული გარიგების თანახმად, ამ ტრანსფერიდან სევილიური კლუბი 5 მილიონ ევროს მიიღებს.
"ბლაუგრანაში" მან მხოლოდ სამი ოფიციალური მატჩის ჩატარება მოასწრო, მათ შორის, "ხეტაფესთან" შეხვედრაში ემერსონი ძირითად შემადგენლობაში ვიხილეთ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]