მესი-გრიზმანი: დაკარგული 60 გოლი და დაზოგილი 160 მილიონი ევრო
გუშინ, "ბარსელონას" ფრანგი ფეხბურთელი, ანტუან გრიზმანი, მადრიდის "ატლეტიკოს" რიგებს შეუერთდა.
შედეგად, აგვისტოში კატალონიური კლუბი გუნდის შეტევის ორმა ყველაზე შედეგიანმა და, ამავდროულად, ყველაზე მაღალანაზღაურებადმა ფეხბურთელმა დატოვა - ლიონელ მესი და ანტუან გრიზმანი. 2020/21 წლების სეზონში, დუეტმა თავი 58 გოლსა და 27 ასისტს მოუყარა (მესი - 38 გოლი, 14 ასისტი; გრიზმანი - 20 გოლი, 13 ასისტი).
მათი ტრანსფერები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია, თუმცა Sport-ის მტკიცებით, "ბარსელონამ" წლიური სახელფასო ბიუჯეტის შემცირება, დაახლოებით, 160 მილიონი ევროთი შეძლო (მესი - 125 მილიონი ევრო; გრიზმანი - 35 მილიონი ევრო). არგენტინელისგან განსხვავებით, გრიზმანმა მასში ჩადებული ფინანსური რესურსის ბოლომდე გამართლება ვერ შეძლო.
საპასუხოდ, "ბარსელონა" თავდასხმის გაძლიერებას ლუკ დე იონგის ტრანსფერით ეცდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]