ბარსელონა პიანიჩის ნაცვლად ალექს კოლიადოს ვერ დაარეგისტრირებს
"ბარსელონას" გამოცდილი ნახევარმცველი, მირალემ პიანიჩი თურქულ "ბეშიქთაშში" გადასვლასთან ძალიან ახლოსაა - ბოსნიელი გუნდს ერთწლიანი იჯარით დატოვებს.
ჟურნალისტ ალბერ როგეს ინფორმაციით, "ბარსას" განაცხადში, 31 წლის ფეხბურთელის ადგილს ალექს კოლიადო ვერ დაიკავებს - ამ უკანასკნელს კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს და თავისუფალი აგენტი არ გახლავთ, რის გამოც, სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ, მას გუნდში ვერ დაარეგისტრირებენ.
სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს დაიხურა, თუმცა პიანიჩს სტამბოლში გადაბარგება მაინც შეუძლია, ვინაიდან, ზოგიერთ ქვეყანაში ფანჯარა კვლავ ღია არის, ერთ-ერთი მათგანი კი სწორედ თურქეთია. თუმცა, საპირისპიროდ, "ბლაუგრანა" საკუთარ შემადგენლობაში ვერავის დაიმატებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]