ლუკ დე იონგის პირველი ინტერვიუ ბარსელონას ფეხბურთელის რანგში
ლუკ დე იონგმა "ბარსელონაში" გადასვლის შემდეგ კლუბის იუთუბ არხთან პირველი ინტერვიუ ჩაწერა:
ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი, დიდებული შესაძლებლობაა. მსოფლიოში უდიდეს კლუბში თამაში დაუჯერებელია. ვიმედოვნებ, გუნდისა და ფანების წინაშე კარგად მოვიქცევი და ჩემი დონის წარმოჩენას შევძლებ. ეს ადვილი არ იქნება. მე ვიცი, რა თვისებები გამაჩნია და ვიმედოვნებ, გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა ვიქნები. არასდროს იცი, მომავალში რა მოხდება.
ეროვნულ ნაკრებში კუმანთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. ჩვენ ტაქტიკებსა და სხვა საფეხბურთო საკითხებზე ბევრჯერ გვისაუბრია. ჩემთვის, რონალდი ძალიან კარგი მწვრთნელია. ის ჩემს შესაძლებლობებში დარწმუნებულია. "ბარსაში" გადასვლა და კვლავ მასთან ერთად მუშაობა განსაკუთრებულია. კუმანმა მითხრა რომ, ახალი ტიპის თავდამსხმელი სურდა, მან ჩემი თვისებები იცის.
მემფისთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მას პსვ-დან და ეროვნული ნაკრებიდან ვიცნობ. ასევე ფრენკი დე იონგსაც ვიცნობ. დეპაის ყოველთვის კარგად ვეწყობოდი და, ვიმედოვნებ, "ბარსაშიც" იმავეს გავაკეთებ.
დე იონგის სათამაშო სტილი მომწონს. ის, გუნდის სხვა ფეხბურთელების მსგავსად, დიდებული მოთამაშეა. მათ გვერდით თამაში ძალიან მინდა. მე მარკ-ანდრე ტერ შტეგენსაც ვიცნობ. მასთან ერთად მიუნხენგლადბახის "ბორუსიაში" ვასპარეზობდი. ასე რომ, გუნდში რამდენიმე ფეხბურთელთან ურთიერთობა მქონია, რაც ადაპტაციას გამიადვილებს.
ნიდერლანდელი თავდამსხმელი "ბარსელონას" იჯარით "სევილიადან" შეუერთდა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი პრეზენტაცია ორშაბათს შედგება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]