სერხიო ბუსკეტსი: ვამაყობ, რომ ესპანეთის ნაკრების კაპიტანი ვარ
"ბარსელონას" ესპანელმა ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა მისი ქვეყნის ნაკრებზე ისაუბრა.
ესპანეთმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-4 ტურის მატჩში შვედეთან 1-2 წააგო. ბუსკეტსმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა:
როდესაც აგებ, ყოველთვის ეძებ დამნაშავეებს. კარგად ვიცი, ეს რას ნიშნავს.
გარსია კარგად თამაშობს. ერიკის მსგავსი მოთამაშეები გვჭირდება. ბედნიერი ვარ, რომ იგი ეროვნულ გუნდსა და "ბარსელონაში" გვყავს.
მეამაყება, რომ ესპანეთს წარმოვადგენ და მისი კაპიტანი ვარ. ეს დიდი პასუხისმგებლობა და სასიამოვნო გრძნობაა.
- განაცხადა ბუსკეტსმა.
"ფურია როხა" მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მომდევნო მატჩს ხვალ საქართველოსთან გამართავს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]