მაკმანამანი: "ელ კლასიკო" არ ჰგავს სხვა მატჩებს"

მაკმანამანი: "ელ კლასიკო" არ ჰგავს სხვა მატჩებს"

მადრიდის "რეალის" ყოფილა ნახევარმცველმა, სტივ მაკმანამანმა ისაუბრა შაბათს გასამართ "ელ კლასიკოზე". მან ასევე გაიხსენა 2001/02 წლების სეზონი, როდესაც მადრიდულმა კლუბმა კატალონიელები დაამარცხა "უეფას" ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში.

 

"ელ კლასიკო" არ ჰგავს სხვა მატჩებს, ეს არის ისტორია, ტრადიცია. უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან მიყვარს ასეთი დაძაბული შეხვედრები. თუ სასურველ შედეგს მიაღწევ, ძალიან ბედნიერად გრძნობ თავს, ხოლო თუ წააგებ – კატასტროფაა. 9 წლის წინაც ასე იყო, ძალიან ბედნიერები ვიყავით, როდესაც "ბარსელონა" ევროპის ყველა მნიშვნელოვან ჩემპიონატს გამოვთიშეთ. ეს ძალიან რთული სცენარია! აღსანიშნავია, რომ ჩვენ დროს გუნდში მსოფლიო ვარსკვლავები თამაშობდნენ, რომლებიც ნებისმიერ მომენტს მატჩის ბედის გადამწვეტად აქცევდნენ. ჩვენ სულიერად ძალიან მაღლა ვიდექით. დღევანდელი "რეალიც" ძალიან მაღალი დონისაა, მიუხედავად ბოლო 5–6 წლიანი ჩავარდნისა". დაასრულა სტივ მაკმანამანმა, იტყობინება "უეფას" ოფიციალური საიტი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.