დემბელე კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოს არაა | მატეო მორეტო
ორი დღის წინ, ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ უსმან დემბელეს აგენტთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოსალაპარაკებლად შეხვედრა დაგეგმილია და ის ოპტიმისტურადაა განწყობილი.
იტალიელი ჟურნალისტი, მატეო მორეტო საპირისპირო ცნობას ავრცელებს - მისი ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელი "ბარსელონასთან" ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან ახლოს არაა.
წყაროს ცნობით, კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობამ დემბელეს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები დაიწყო, თუმცა შეთანხმებამდე ჯერ ბევრია დარჩენილი.
24 წლის შემტევს "ბარსასთან" არსებული კონტრაქტის ვადა 2022 წელს ეწურება. კლუბს მისი ორი წლით გახანგრძლივება სურს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]