"ელ კლასიკო" ციფრებში
"ევროსპირტმა" დეტალურად შეისწავლა "რეალისა" და "ბარსელონას" მრავალწლიანი დაპირისპირება და გულშემატკივრების ხასიათი. მათ ასევე გამოაქვეყნეს ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდოს პირადი შედეგები მიმდინარე სეზონის მიხედვით.
– მხოლოდ ერთხელ, 1982/83 წლების სეზონში ჩატარდა 5 კლასიკო: 2 ლა ლიგაში, 2 ლიგის თასზე და ერთიც სამეფო თასზე.
– 4 "კლასიკო" 18 დღეში ეს რეკორდია. მარტი/აპრილის პრედიოდში გუნდები 4–ჯერ დაუპირისპირდნენ 20 დღის განმავლობაშ ერთმანეთს, ეს მოხდა 1916 წელს სამეფო თასზე. პირველი მატჩი "ბლაუგრანას" გამარჯვებით 2:1 დასრულდა, განმეორებით შეხვედრაში კი მადრიდელებმა გაანადგურეს მეტოქე, ანგარიშით 4:1. შემდეგ მოხდა გადათამაშება და პირველი მატჩი 6:6 დასრულდა, საბოლოოდ კი მადრიდელებმა იმარჯვეს და 4:2 მოუგეს მეტოქეს.
– ეს იქნება რიგით 81–ე შეხვედრა "ბერნაბეუზე", ლა ლიგაში. აქედან 50–ჯერ "რეალმა" იმარჯვა, 14–ჯერ ფრედ დასრულდა მატჩი და 16–ჯერ კატალონიელთ მოიპოვეს გამარვება. თუ საბოლოოდ შევკრიბავთ მატჩების რაოდენობას, მაშინ "ლურჯ–ბროწეულისფერებს" დაუგროვდებათ 63 მოგება, 68 წაგება და 30 ფრე.
– კატალონიის "ბარსელონამ" ბოლო 5 "კლასიკო" 100%–იანი შედეგით დაასრულა და თუ დღესაც იგივე განმეორდა, მაშინ ისინი მესამე ესპანეთის ჩემპიონატს დაასრულებენ მადრიდთან 100%–იანი გამარჯვებებით.
– "კლასიკოებში" ყველაზე გრძელვადიან გამარჯვებათა სერია მადრიდის "რეალს" ეკუთვნის". 1962 წლიდან 1965 წლამდე. "ლურჯ–ბროწეულისფერთა" დამარცხებები დაიწყო 1962 წლის 22 აპრილს, როდესაც ეს ორი გუნდი ერთმანეთს სამეფო თასზე შეხვდნენ.
– ამჟამად "ბარსელონა" 8 ქულით უსწრებს "რეალს". ყველაზე დიდი სხვაობით გამარჯვება იყო 2005/06 სეზონში, როდესაც ფრენკ რაიკაარდის გუნდში ასპარეზობდა რონალდინიო. კატალონიელები 12 ქულით უსწრებდნენ უშუალო მეტოქეს.
– 2006/07 სეზონში "ბლაუგრანა" 1 ქულით ჩამორჩებოდა "სევილიას" და 2 ქულით "რეალს". საბოლოოდ კატალონიელებმა მაინც ვერ აიღეს თასი, მაგრამ მადრიდელებთან ურთიერთშეხვედრებში შესანიშნავად იასპარეზეს.
რონალდო და მესი 2010/11
გოლების რაოდენობა ლა ლიგაში: მესი – 29, რონალდო – 28
საგოლე გადაცემები ლა ლიგაში: მესი – 18, რონალდო – 8
გოლების რაოდენობა ყველა ტურნირზე: მესი – 48, რონალდო – 40
ოფიციალური მატჩების რაოდენობა: მესი – 46, რონალდო – 45
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]