საპატერო: "ჩემი გული "ბარსელონას" ეკუთვნის"

საპატერო: "ჩემი გული "ბარსელონას" ეკუთვნის"

ესპანეთის პრემიერ–მინისტრმა, ხოსე ლუის როდრიგეს საპატერომ წინასწარ არ განსაზღვრა გამარჯვებული ვინ იქნებოდა მადრიდის "რეალისა" და "ბარსელონას" დაპირისპირებაში. როგორც იცით, დღეს 23 საათსა და 55 წუთზე (თბილისის დროით) გაიმართება "ელ კლასიკო", მადრიდში, "სანტიაგო ბერნაბეუზე".

 

საპატერო ახლა ჩინეთში იმყოფება, თუმცა ძალიან დიდი ინტერესით ელოდება "ელ კლასიკოს" დაწყებას: "არ მინდა, რომ წინასწარ გავაკეთო მატჩის პროგნოზი, რადგანაც ეს ურთულესი შეხვედრაა და რთულია გამოიცნო ანაგარიში. მაგრამ ერთს ვიტყვი, რომ მთელმა მსოფლიომ იცის რომელ გუნდსაც ეკუთვნის ჩემი გული, ეს "ბარსელონაა". ისინი ულამაზეს ფეხბურთს თამაშობენ". დაასრულა ხოსე ლუის როდრიგეს საპატერომ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.