"კლასიკოს" დარაჯები პასკუალის ხედვით
მანამ, სანამ "ბარსა ბორხესის" მწვრთნელი გახდებოდა ჩავი პასკუალი, იგი დაკავებული იყო მეკარის ხელოვნებით. იგი "ბარსელონას" კანტერის აღზრდილია და კარიერაც სწორედ აქ დაასრულა. შემდეგ იგი გახდა პირველი გუნდის მეკარეთა მწვრთნელი. პასკუალს საკუთარი ხედვები აქვს "კლასიკოს" დარაჯებისა, ვიქტორ ვალდესისა და იკერ კასილიასისა.
ვალდესი უკეთესად გამოიყურება
პასკუალი ამბობს: "ორივე უმაღლესი დონის მეკარეა და თავს კარგად გრძნობენ მოედანზე". მაგრამ მისივე თქმით, კატალონიელ გოლკიპერს მეტი უპირატესობა აქვს: "ის ძალიან თავდაჯერებულია. ეტყობა, რომ არაფრის და არავის არ ეშინია. ის ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერია და შეუძლია ნებისმიერ მომენტში იხსნას გუნდი. მან მოახერხა და დაამტკიცა, რომ საუკეთესო კიპერია "ბარსაში".
მთავარი მოედანზე ეს არის – აზროვნება
პასკუალი ამბობს: "ბარსელონას" მეკარე ძალიან კარგად უნდა თამაშბდეს ფეხით, ეს "ბარსას" ფილოსოფიის ნაწილია. ასევე კარგად უნდა იბრძოდეს მეორე სართულზე. სწრაფად უნდა იღებდეს გადაწყვეტილებებს და არ უნდა უშვებდეს შეცდომებს. ეს ძალიან კარგად გამოსდის ვიქტორ ვალდესს. როდესაც მეკარე მხოლოდ მოშორებაზე არ არის და უშუალოდ იღებს თამაშში მონაწილეობას, იღებს უდიდეს გამოცდილებას".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]