ჩავის 6 საგოლე გადაცემა ბოლო ორ "კლასიკოში"

ჩავის 6 საგოლე გადაცემა ბოლო ორ "კლასიკოში"

ჩაიმ 2008/09 და 2009/10წლების სეზონში 2 "კლასიკოში" 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. "ბარსელონამ" "რეალი" 2008/09 წლის სეზონში 2:6 დაამარცხა "სანტიაგო ბერნაბეუზე", ხოლო შემდეგ წელს 2:0 . ჩავიმ 2 საგოლე გადაცემა გაუკეთა ანრის, ორიც მესის, და თითო–თითო პუიოლს, პიკეს.

 

ჩავის 6 საგოლე გადაცემა "სანტიაგო ბერნაბეუზე"

 

2008/2009 წლის სეზონი, "რეალი" 2–6 "ბარსელონა"

 

1) 1:2 (მე–20 წუთი) – იგუაინისა და ანრის გოლების შემდეგ, "ბარსელონამ" მოაწოდა საჯარიმო დარტყმა. ჩავის ჩაწოდებულ ბურთს პუიოლი თავური დარტყმით გამოეხმაურა და გოლიც გაიტანა.

 

2) 1:3 (35–ე წუთი) – ჩავიმ აართვა ბურთი ლასანას და ზუსტი პასი გაუკეთა ლიონელ მესის. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმაც დავალება 10–იანზე შეასრულა.

 

3) 2:4 (58–ე წუთი) – ტურემ პასი მისცა ჩავის, რომელმაც ცენრში გაქცეულ ანრის გააყოლა ბურთი და ფრანგმაც ულამაზესი გოლი გაიტანა.

 

4) 2:5 (73–ე წუთი) – ჩავიმ ჩვეული მოძრაობებით უამრავი მეტოქე ფეხბურთელები დაიხვია, შემდეგ ულამაზესი პასი მისხა ლეო მესის, გათამაშების შემდეგ მესიმ კასილიასს ახლო კუთხეში გაუტანა გოლი .

 

 2009/2010 წლის სეზონი, "რეალი" 0–2 "ბარსელონა"

 

1) 0:1 (32–ე წუთი) – მაქსველმა სწრაფად გაათამაშა ჯარიმა და ბურთი ხავის მიუგორა, ამ უკანასკნელმა ლეო მესისთან მშვენიერი კომბინაცია გაითამაშა და საბოლოოდ არგენტინელმა გოლით დააგვირგვინა.

 

2) 0:2 (56–ე წუთი) – მოედნის ცენტრიდან "დირიჟორმა" გამჭოლი პასი გაუკეთა პედროს, რომელიც ვერ ჩაჭრა ალვარო არბელოამ და კატალონიელმა ფეხბურთელმა გოლით დააგვირგვინა მომენტი.

 

 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.