შეფილდს კოლიადოს შეძენა ისევ სურს

შეფილდს კოლიადოს შეძენა ისევ სურს

ინგლისური "შეფილდ იუნაიტედი" "ბარსელონას" ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველით, ალექს კოლიადოთი კვლავ დაინტერესებულია. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

"ბარსელონამ", მისი სურვილის მიუხედავად, კოლიადოს დარეგისტრირება ვერ მოახერხა. "ბლაუგრანამ" მარტინ ბრეითუეიტის მძიმე ტრავმის შემდეგ 22 წლის ფეხბურთელის დარეგისტრირება სცადა, მაგრამ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ამაზე უარი თქვა. კატალონიელები ცდილობენ, გამოსავალი იპოვონ.

MD-ს ცნობით, "შეფილდი" კოლიადოს დამატების სურვილს ისევ გამოთქვამს, მაგრამ ამ ეტაპზე საეჭვოა, გაუკეთებს თუ არა ინგლისური კლუბი "ბარსას" ახალ შემოთავაზებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში.

ალექს კოლიადომ მიმდინარე სეზონის დასაწყისში მონაწილეობა 3 ამხანაგურ მატჩში მიიღო და 1 გოლი გაიტანა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 16 სექტემბერი 2021 14:23
    0
    ნიუსი მინდა გავიგო რაზეა და ვერ ვხვდები.
    იწერება რომ ისევ უნდა, მაგრამ არვიცით გააკეთებს თუ არა შეთავაზებას? და ეხლა ჩვენ რა უნდა დავწეროთ? გამოვიცნოთ შეფილდის გეგმები?
    Maradona
    სტუმარი [?]
    #5 16 სექტემბერი 2021 14:22
    1
    ჯერ მარტო დემირი რო ურჩევნია ამას კუმანი მაგიტოა გასაგდები
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 16 სექტემბერი 2021 13:04
    1
    არადა დემირს ჯობია ეს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 16 სექტემბერი 2021 12:54
    0
    ხელის მოწერა როგორ დაავიწყდათ
    --------------------
    THUGS
    Culé [?]
    #2 16 სექტემბერი 2021 12:31
    0
    ციტატა: ROUCH
    იყოს ეხლა უგუნდოდ და უთამაშებელი უნდა გაეგაზა სადმე დროულად

    ვინ გაუშვა თორე კი მიდიოდა
    დებილებს ხელის მოწერა დაავიწყდათ თორე ეხლა შეფილდში იქნებოდა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 16 სექტემბერი 2021 11:54
    0
    იყოს ეხლა უგუნდოდ და უთამაშებელი უნდა გაეგაზა სადმე დროულად