Golden Boy-ს 40-კაციანი სია ცნობილია - პედრი მთავარი ფავორიტია
Tuttosport-მა Golden Boy-ს განახლებული, 40-კაციანი სია წარმოადგინა, რომელშიც "ბარსელონადან" პედრი და ერიკ გარსია მოხვდნენ. თავად იტალიური გამოცემა "ბლაუგრანას" 18 წლის ნახევარმცველს მთავარ ფავორიტად მიიჩნევს - "ნადირობა პედრიზე" - ასეთი სათაური გაუკეთა TS-მ გამოქვეყნებულ სიას.
გასული სეზონი პედრისთვის მარათონული გამოდგა - გონსალესმა 73 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. "ბარსელონაში" ჩატარებული შესანიშნავი სადებიუტო სეზონის გარდა, მან ევროპის ჩემპიონატსა და ოლიმპიადაზეც გაიბრწყინა. ევრო 2020-ზე პედრი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე კი ესპანეთის ნაკრებთან ერთად ვერცხლის მედალი მოიპოვა.
Golden Boy Tuttosport-ის მიერ 2003 წელს დაარსებული პრიზია, რომელიც საუკეთესო ახალგაზრდა, 21 წლამდე ასაკის, ფეხბურთელს გადაეცემა. მისი უკანასკნელი გამარჯვებული ერლინგ ჰოლანდია.
პედრისთვის (ან გარსიასთვის) ხმის მიცემა ამ გვერდზე შეგიძლიათ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]