სერჟი რობერტო იმედოვნებს, რომ ნახევარდაცვაში დაბრუნდება
"ბარსელონას" 29 წლის ფეხბურთელს, სერჟი რობერტოს, თამაშის ნახევარდაცვაში გაგრძელებს სურს.
Sport წერს, რომ "ბაიერნთან" წარუმატებელი თამაშისა და გულშემატკივრისგან მიღებული სტვენის შემდეგ, რობერტოს სურვილს თავის ბუნებრივ პოზიციაზე დაბრუნება წარმოადგენს. იგი იმედოვნებს, რომ კუმანი მას დაცვის მარჯვენა ფლანგზე აღარ დააყენებს.
მან "ბარსას" პირველ გუნდში ადგილი მას შემდეგ დაიმკვიდრა, რაც 2015/16 წლების სეზონის სტარტზე, ლუის ენრიკემ იგი, დანი ალვესის ნაცვლად, მარჯვენა მცველად ათამაშა. მას შემდეგ, რობერტო, ძირითადად, სწორედ დაცვაში ასპარეზობდა.
2021/22 წლების სეზონში, ესპანელმა ნახევარდაცვაში სამი შეხვედრა ჩაატარა და ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]