სამუელ უმტიტი გრანადასთან მატჩს გამოტოვებს
AS-ის ინფორმაციით, "ბარსელონას" ფრანგმა ცენტრალურმა მცველმა, სამუელ უმტიტიმ დღევანდელი სავარჯიშო სესია გამოტოვა.
როგორც ცნობილია, 27 წლის ფეხბურთელი ავადაა, რის გამოც, მოსალოდნელია, რომ იგი 20 სექტემბერს, ლა ლიგის ეგიდით, "გრანადას" წინააღმდეგ გასამართ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
წარმოშობით კამერუნელი მიმდინარე სეზონში მოედანზე არ გამოჩენილა. საერთო ჯამში, რონალდ კუმანის დანიშვნის შემდეგ, მან მხოლოდ 16 მატჩი ჩაატარა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]