ლეო მესის ძმამ ანსუ ფატი დარჩენაში დაარწმუნა

ლეო მესის ძმამ ანსუ ფატი დარჩენაში დაარწმუნა

Sport-ის ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონამ" ანსუ ფატისთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე შეთანხმებას მიაღწია.

როგორც ცნობილია, ამ გადაწყვეტილებაში დიდი როლი ლიონელ მესის ძმამ, როდრიგო მესიმ ითამაშა, რომელიც ანსუს ყოფილი აგენტია.

არგენტინელმა აგენტმა ფატის დარწმუნება 2019 წელსაც შეძლო, როდესაც ფეხბურთელს უამრავი შეთავაზება ჰქონდა.

"ბლაუგრანას" ახალი 10-იანი, როგორც ჩანს, ახალ კონტრაქტს სულ მალე გააფორმებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 20 სექტემბერი 2021 17:18
    0
    ხედავ 2019 დაურწმუნებია და ჯერაც არა გადაუფიქრებია, ყოჩაღ ლეოს ძმას!
    Davita
    სტუმარი [?]
    #3 19 სექტემბერი 2021 21:00
    4
    რა დრო გვიდგას ბიჯო ფატის ბარსა ეხვერწება დარჩენაში არადა ერთ დროს ვარსკვლავები ოცნებობდნენ აქ თამაშზე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 19 სექტემბერი 2021 19:44
    1
    აბა წასვლა უნდა ამას?
    --------------------
    THUGS
    ფანი [?]
    #1 19 სექტემბერი 2021 17:03
    1
    ვა ვა მესის ძმა ანსუს აგენტი ? ყოფილი მაგრამ მაინც არვიცოდი 😂😂