ბარსელონა ბ-ს პირველი გამარჯვება მიმდინარე სეზონში
"ბარსელონას" სარეზერვო გუნდმა, როგორც იქნა, ნავსი გატეხა და 2021/22 წლების სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
ცოტა ხნის წინ ესპანეთის ჩემპიონატის მე-3 დივიზიონის მე-4 ტურში "ბარსა ბ" "საბადელს" სტუმრად დაუპირისპირდა. კატალონიელებმა ანხელ როდადოსა (2) და მატეუს პერეირას გოლების წყალობით შეხვედრა 3-1 მოიგეს.
"ბარსა ბ-ს" მიმდინარე სეზონში აქამდე ჩატარებულ 3 შეხვედრაში (2 ფრე, 1 წაგება) მოგება არ ჰქონდა. ეს კატალონიელებისთვის სეზონის მე-4 თამაშში პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.
"ბარსა ბ" 4 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 5 ქულით მე-11 ადგილს იკავებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]